სახლში მისვლისთანავე მარიცა ოთახში შევარდა, თვალცრემლიანი იყო, კარადიდან ჩემოდანი გამოიღო, ჩაალაგა თავის და ბავშვის ტანსაცმელი და მშობლების სახლში გადავიდა... მშობლებისთის არაფერი უთქვამს, თუმცა მხოლოდ ის თქვა რომ იჩხუბეს და ცოტახანი მარტო ყოფნა სჭირდებოდა ორივეს... ბავში გულში მხურვალედ ჩაიკრა და გულსაკლავად დაიწყო ტირილი... პატარა ვერ მიხვდა რა ატირებდა მის საყვარელ დედიკოს, არასდროს ენახა ასეთ მდგომარეობაში... - დედიკო, რატომ ტირიხარ? – ხმას არ იღებდა მარიცა... – მამიკო არ მოგვაკითხავს? - მამაშენი სამოგზაუროდ წავიდა. - მაგიტომ ტირიხარ? – მარიცა უფრო აატირა ბავშვის შეკითხვამ... – დედიკო მამიკო გენატრება უკვე და იმიტომ ტირიხარ? - ხო დედიკო ხო... ღამემ მარიცასთვის კოშმარულად განვლო... არცერთი ღამე არ ყოფილა ასეთი მისთვის, თვით ის დღეც როცა მოიტაცა გაგიმ, როცა ძალადობის ეშინოდა, ვერ გაეგო თუ სად შეცდა, თუ რა არ იყო ისე რომ ქმარს ისევე ყვარებოდა როგორც ადრე...
მესამე დღეს კარზე დააკაკუნა გაგიმ, მარიცას მშობლები შინ არ იყვნენ, კარი ფრთხილად გააღო, ბავშვმა როგორც კი დაინახა მამა მაშინვე ყვირილით მისკენ გავარდა, გაგიმ ხელში აიყვანა და ჩაეხუტა. მარიცამ კარი დახურა და სამზარეულოში გავიდა... არ შეუხედავს მოღალატე ადამიანისთვის. დრო გადიოდა, გაგი ხშირად მიდიოდა შვილის სანახავად, ცოლს პატიებას სთხოვდა, მარიცას კი შერიგება არ უნდოდა... გავიდა წელიწადი, მარიცას გული ვერაფერმა ვერ მოალბო, ვერ ივიწყებდა ღალატს... გაგი თავის საქციელს ძალიან ნანობდა, ერთი წლის მანძილზე მიხვდა თუ ვინ იყო მისთვის ასე ძნელად მოპოვებული სიყვარული, მისი შვილის დედა, ვერაფერით მოეფიქრა როგორ შეიძლებოდა ცოლის დაბრუნება... - ბიჭო, როგორ ხარ? გაგი ვარ... - ვააა ძმაო, რას შვები? - რავი, უნდა დამეხმარო! - რა მოხდა? - ქალი უნდა მომატაცებინო! - ბატონოოო? - მარიცა... - ბიჭო შენ ჭკუაზე თუ ხარ? - აუ გამოდი რაა! - გამოვალ მაგრამ შენ მანამდე აზრები დაალაგე და ნორმალუდად დამელაპრაკე! გაგიმ ტელეფონი უცებ გათიშა... მოუთმენლად ელოდა ძმაკაცს. ნახევარ საათში ისიც მოვიდა... - შემოდი ბიჭო... - რას ბჟუტურებ ჩემს ძმობას გაფიცებ? ტვინი საერთოდ არ გაქვს 33 წლის კაცს თავში? - დამეხმარე რა ძმურად, მერხევა ძმაო უიმისოდ! - კი მაგრამ, ცოლიან კაცს ვისი მოტაცება გინდა? ან ცოლს უნდა შევურიგდეო და ქალი რად გინდა? - ბიჭო ხო გითხარი მარიცა მეთქი?! - მარიცაააა? ცოლს იტაცებ შე საცოდავო? ასე გაგიჭირდა? - ნუ ღადაობ! ვერაფერი მშველის, ეგ ერთი გზა დამრჩა... მივქარე რაა... - ახლა მიხვდი რომ მიქარე? მაშინ რაზე ფიქრობდი ვიღაც ბოზში რომ გაცვალე 1 თვეში, ძლივს მოპოვებული ქალი? - კარგი რა, მაგას ნუ მახსენებ, მაგის დედაც... - ხო ახლა ხვდები? - კარგი რა, შენ ის მითხარი დამეხმარები თუ არა?! - ბაზარი არაა ძმაო, ოღონდ იცოდე მარიცასთვის ვაკეთებ! და თქვენი ანგელოზისთვის, რომ მშობლები ერთად იყვნენ! ისე კი ხარ ღირსი ახლა ვეღარ მოიტაცო! - კაი რაა, გულს მიხეთქავ შეჩემა? - როგორ? ან როდის? - დღეს ბავშვი გამოყავს სკოლიდან, სკოლამდე ტაქსით მიდის, ისევ ტაქსის მძოლს უნდა მოელაპრაკო! - მერე ბავშვს რა ვუქნათ? ვინ მიაკითხავს? - შენ წაიყვან ჩემებთან ან მარიცას მშობლებთან! გიცნობს და უპრობლემოდ გამოგყვება. - კარგი! მარიცა ტაქსში ჩაჯდა, სკოლის მისამართი უთხრა, ამ დროს გაგი მიუჯდა გვერდით. მძღოლმა დაქოქა მანქანა... - გაგი სად მივდივართ? - ისტორია მეორდება! - ბავშვია სკოლაში... - გია მიაკითხავს და... - ყველაფერი გასაგებია... - მარიცა... - ნუ მელაპრაკები! გზა ისევ ხევსურეთში მიდიოდა, გზაში ისევ სიჩუმე სუფევდა... ისევ ზამთარი იყო, ისევ თეთრი გრძელი გზა... ხევსურეთში ერთი რამ იყი მხოლოდ შეცვლილი, ამ დროის მანძილზე ბაბუა აღარ იყო ცოცხალი, ბებია კი თბილისში შვილებთან ცხოვრობდა. სახლი დაკეტილი იყო... - მარიცა რომ იცი, ახლა აქ მოუწესრიგებელია ყველაფერი... - არაუშავს... - მაპატიებ ვიცი... - გაჩუმდი... მე ზემოთ ავალ... - ბარგია მანქანაში, სახლში რაც გქონდა ზამთრის ტანსაცმელები წამოგიღე... ამოვიტან... ცოტახანში გაგიმ ბუხარი დაანთო, გათბა ოთახი, მარიცა არ ჩანდა... გაგი ავიდა მეორე სართულზე, ლოგინები დაშორებული დახვდა... - არ მპატიობ? - ერთი წელი გავიდა, რას მოელოდი ჩემგან? - შეცდომა დავუშვი, ვაღიარებ, არ განმეორდება! ბავშვს ვფიცავარ შემეშალა, ვაღიარებ! უბრალოდ რაღაც მოხდა იმ დროს და გამიტაცა, შემომეტენა... მიყვარხარ, როგორც მაშინ, პირველად, როცა აქ მოგიყვანე, როცა მთელი თვე ვცდილობდი შენთვის ყველაფერს... - გაგი გთხოვ... - შენ ამიხილე იმ დღეს თვალები, ისტერიკები არ მოგიწყვია, მშვიდად იდექი, არ შეგიმჩნევივარ, ძლიერი ადამიანი ხარ! მიყვარხარ! - გვეყოფა მაგაზე ლაპარაკი! აღარ მინდა! შენ იქით დაწვები!...
|