ერთი კვირა თოვა არ გადაუღია ხევსურეთში, მაგრამ ეს ყველაფერი სახალისო იყო, სითბო, სტუმრიანობა, სიყვარული სუფევდა ჯიბუტების ძირძველ კერაში... დიდი სუფრა გაიშალა როდესაც გაგის მშობლები და ძმა ჩამოვიდნენ, მათთან ერთად კი გიგაურის ოჯახიც... ყველა ხარობდა, ლოცავდნენ ახლად დაოჯახებულებს... თვე ნახევარი ხევსურეთში გატარებული თითოეული წუთი თბილად ახსენდებოდა ბებიას და ბაბუას, მხოლოდ იმაზე დარდობდნენ რომ შვილიშვილები უკვე წასვლას აპირებდნენ... ისინი ისევ მარტონი რჩებოდნენ თავიანთ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებოდნენ და ამაზე ფიქრობდნენ რომ მხოლოდ დასვენების დღეებში და შვებულების დროს თუ ჩამოაკითხავდნენ შვილები და შვილიშვილები... მარიცა და გაგი ბედნიერები იყვნენ მათი უცნაური თაფლობისთვით, ემზადებოდნენ ისევ ძველი ცხოვრების რიტმში ჩასადგომად. მარიცას ინსტიტუტი ელოდა, გაგის კი სამსახური... მას უკვე ოჯახზე უნდა ეზრუნა...
წლები ბედნიერად მიდიოდა... მარიცამ სწავლა დაამთავრა, სიხარული იყო მისთვის მით უფრო რომ ბავშვი გაუჩნდა სწორედ იმ წელს, უსაქმურად ჯდომა არ უყვარდა უკვე ბავშვზე გადაიტანა მთელი ყურადღება... დედამთილ მამათილი ისე ექცეოდნენ თითქოს მარიცა იყო მათი შვილი გაგი კი სიძე... გაგისაც არაერთხელ აღუნიშნავს ეს ფაქტი, ძმაზეც კი ამბობდა მე მისი სიძე ვარო ეს კი დაო... მარიცა ყველას ძალიან უყვარდა, რადგან ძალიან სათნო და თბილი ადამიანი იყო. ჯიბუტების ოჯახს პატარა გოგონაც სიცოცხლეს უფრო ულამაზებდა, რომელიც ზედ გამოჭრილი დედა იყო... წლები მიჰქროდა, ბავშვი იზრდებოდა, პირველ კლასში იყო უკვე როცა გაგის სამსახურში პრობლემები ჰქონდა... შინ გვიან ბრუნდებოდა, მაგრამ უგუნებოდ იყო, იშვიათად თუ ელაპარაკებოდა ვინმეს... მარიცა ცდილობდა რომ მეუღლისთვის შეემსუბუქებინა სანერვიულო და დეპრესიაში არ ჩაეგდო... ხშირად ახსენებდა მშვენიერ თაფლობისთვეს, ქორწილს და ბავშვის დაბადების პერიოდს, მაგრამ გაგი მაინც უღიმღამოდ იყო... მარიცა არავის აწუხებდა ქმრის გამო, ერთი ორჯერ ეჭვი შეეპარა იმაში რომ საყვარელი რომ არ გაიჩინაო... მაგრამ ამის გააზრებაც კი ზარავდა. ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ თანდათან ძნელი ხდებოდა... ერთ დღეს მაზლმა კინოს ორი ბილეთი აჩუქა, შენ და გაგი წადითო. სამსახურიდან დაბრუნებულ გაგის მარიცამ გამოაცვლევინა, აჭამა და უთხრა რომ დღეს სიურპრიზი ჰქონდა მისთვის და საღამო უნდა დაეთმო... - მარიცა, საღამოს თათბირი მაქვს, მაპატიე ვერ გადავდებ... საღამოს, გაგი გაემზადა აკოცა მარიცას და კიდევ ერთხელ მოუბოდიშა და სთხოვა სხვა დღეს გაეკეთბინა სიურპრიზი, რითაც ძალიან გაახარებდა... და სახლიდან გავიდა... მოიწყინა მარიცამ, ბავშვიც დედასთან ჰყავდა დატოვებული, მას რომ ჩახუტებოდა და წყენა გაექარწყლებინა, თავის ოთახში შევიდა, წამოწვა, მაგრამ ამ დროს ოთახის კარზე დააკაკუნა ვიღაცამ, ეს მაზლი იყო... - რატომ არ წახვედით? - თათბირი აქვს... - თათბირი? შენ წადი ვინმე მეგობართან ერთად... - არა ვერ წავალ გაგის გარეშე... - არა, ჩაიცვი ახლავე, არ უნდა იჯდე მასე სახლში, ამას არ იმსახურებ! წამოდი მე წამოვალ! - არა რა გეხვეწები! - ჩემი ხათრით... მარიცამ თხოვნა ვერ უგულველყო. ჩაიცვა და გაყვა. კინოთეატრს როცა მიუახლოვდნენ, შესასვლელთან ცოტახანით დატოვა მარიცა მაზლმა, ამ დროს მარიცამ ნაცნობი ხმა და ქალის კისკისი გაიგონა... შემოტრიალდა და გაგი თავის ყოფილ კლასელთან ერთად დაინახა... გაქვავდა ადგილზე, ხმა ვერ ამოიღო... გაგისაც იგივე შეეტყო, ხოლო ქალი რომელიც ახლდა ბედნიერი ჩანდა, უცებ მიუახლოვდა მარიცას, ფარისევლად გადაკოცნა... - მარიცა როგორ ხარ გენაცვალე? რას შვები? სად დამეკარგე? - კარგად, გმადლობთ, შენ როგორ ხარ? - რავიცი, მშვენივრად, რატომ აღარ ჩანხართ კლასელები? - არ ვიცი, მე ოჯახი მყავს, ხო იცი ქმარს და შვილს მოვლა უნდა... – ცოტახანი გაჩერდა, ამოიხვნეშა და განაგრძო – მითუმეტეს როცა ქმარი მუშაობს და არ ცალია საერთოდ... კლასელები კი ვიკრიბებით ხოლმე მაგრამ შენ არასდროს მოსულხარ. - ხო გოგო, რა ვიცი საქმეები, საქმეები... დაკავებული ქალი ვარ... ხო მართლა, გაიცანი ეს ჩემი საქმროა, გაგი ჯიბუტი... გაგის ხმა არ ამოუღია, რამე საშინელებას ელოდა მეუღლისგან, მაგრამ მარიცამ თავი შეიკავა, სრული სიმშვიდით მიულოცა მსუბუქ ყოფაქცევის თანაკლასელს, ამ დროს მაზლიც მოვიდა, მარიცას ხელი გადახვია, მიხვდა თუ რას განიცდიდა მისი რძალი საკუთარი მოღალატე დაუდევარი ძმის გამო... მარიცა დაემშვიდობა ორივეს და განკუთვლინ ადგილისკენ გაემართნენ... კინო არცერთს არ აინტერესებდა, მარიცას გული ტკიოდა, თვალწინ ედგა თანაცხოვრების წლები, საკუთარ თავში ცდილობდა შეცდომის აღმოჩენას, რის გამოც ქმარმა სხვა ქალისკენ გაიხედა... გაგი კი სირცხვილით სად წასულიყო არ იცოდა, გაქცევა კი არაკაცურად ჩათვალა... ძმა კი გაგის საქციელის გამო შეურაცყოფილად გრძნობდა თავს, ამ ამბავს მისი მშობლებიც გაიგებდნენ და არა მარტო მისი... ქალი კი რომელიც გაგის გვერდით ეჯდა, მხოლოდ გაგის ალერსზე ფიქრობდა, და ვერ გაეგო რატომ იყო დღეს ასეთი ცივი მისი მეწყვილე...
|