მთავარი | RSS

კვირის ვიდეო
ნავიგაცია

LOOK BOOK [34]
STREETSTYLE [61]
"F" PICS [174]
GIRLS [110]
BOYS [51]
VINTAGE [28]
STORY [20]
LOVE <3 [20]
OTHER [19]
STATUS [29]

თხოვნები

შესვლის ფორმა
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ივნისი » 30 » ორმაგი მოტაცება(1)
2:37 PM
ორმაგი მოტაცება(1)
მესამე კურსის პირველი სემესტრი იყო, პედაგოგიური ჯგუფის გოგოები ჩვეულებისამებრ ბიბლიოთეკიდან დაღლილები სასადილოში იყვნენ... შიმშილი გაიქარწყლეს, გონს მოეგნენ, ცოტაც წაიჭორავეს და საღამოხანს ყველა სახლისკენ წასვლას აპირებდა... დეკემბრის, მშვიდი საღამო იყო, მარიცა გიგაური თავს შეუძლოდ გრძნობდა, მან უარი თქვა ფეხით გოგოებთან ერთად გასეირნებაზე, ტაქსი გააჩერა და მძღოლს სახლის მისამართი უთხრა... მანქანა დაიძრა, თუმცა მალე გაჩერდა და უკან ორივე კარი გაიღო, მარიცას ბიჭები მიუსხდნენ. გოგო გაოგნებისგან ხმას ვერ იღებდა, შეშინებული თვალებით შეხედა მძღოლს, შემდეგ ბიჭებს... გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა წინა კარი გაიღო და ნაცნობი პიროვნება დაინახა...
- სად მივდივართ?
ჩვეული სიმშვიდით იკითხა მარიცამ და თავი დახარა...
- ხევსურეთში...
თქვა წინ მჯდომმა ყმაწვილმა... მარიცას მისთვის არ შეუხედავს, მაგრამ ახლა დაიჯერა დაქალების ნათქვამი, რომ სწორედ ამ ბიჭს უყვარდა მარიცა სიგიჟემდე...
მანქანა დათოვლილ გზას ნელა მიაპობდა... ბიჭებს გოგოს დუმილი აკვირვებდათ, მაგრამ ეს ხომ მათ სასიკეთოდ იყო...
გაგი ჯიბუტი იყო პიროვნება რომელმაც მარიცა მოიტაცა, მას ორ წელიწადზე მეტი უყვარდა, მისთვის გამხელას კი ვერ ბედავდა... ახლა კი შიშობდა რომ – ვაი თუ დღეს ვერ ავიდეთ თოვლის გამო და ქალი წამართვანო... მაგრამ დამშვიდდა როცა ბებია-ბაბუას სახლს მიუახლოვდა. პირველი თვითონ გადმოვიდა მანქანიდან და უკანა კარი გააღო, ძმაკაცი გადმოვიდა, ქალს კი რომელიც თავდახრილი იჯდა, ხელი ხელზე შეახო და სთხოვა გადმოსულიყო... ქალი უსიტყვოდ დაემორჩილა, სხვა გზა არც ჰქონდა მისთვის სრულებით უცხო გარემოში. მოდიოდა ციდან ლამაზი ფიფქები, მიდამო და კოშკიც თოვლს დაეფარა, მარიცა უყურებდა ამ სილამაზეს და გულში გაიფიქრა – აქ გაქცევაზე ფიქრიც უაზროა... თვალები შეშინებული და აცრემლებული ჰქონდა, მისი შემცოდებელი კი არავინ იყო...
ღამე სუფრა გაიშალა, შვილიშვილმა ცოლი შეირთო და მთელი სამეზობლო ფაციფუცობდა. ლოცავდნენ სიძე-პატარძალს. ქეიფი განთიადამდე გაგრძელდა, ყველას სახეზე ღიმილი და ხალისი აღიბეჭდებოდა გარდა ორი ადამიანისა... მარიცა ფიქრებით სულ სხვაგან იყო, გაგი კი მარიცაზე ფიქრობდა და ძალიან დარდობდა მასზე... ბოლოს ხელი მოკიდა და სადღაც გაიყვანა, ეს საძინებელი ოთახი იყო... მარიცა შიშით აკანკალდა და ცრემლიანი თვალებით მორჩილად უყურებდა პიროვნებას რომელიც მისთვის მაინც უცხო იყო, მან არ იცოდა ვინ იყო სინამდვილეში, რას წარმოადგენდა. გაგიმ ხელი გაუშვა, ლოგინზე ჩამოჯდა. მარიცამ თავისი ჩანთა დაინახა, მივიდა და რაღაც ამოიღო, შეხედა გაგის, ის მშვიდად იჯდა, დაღონებული სახე ჰქონდა და დაღლილი...
- ხელს დამაკარებ და იცოდე თავს არ ვიცოცხლებ, ფანჯრიდან გადახტომა თუU ვერ მოვასწარი ამ დანით ყელს გამოვიჭრი... – გაგიმ ახედა გაშმაგებულ მრაიცას...
- მარიცა, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ შენ კი არა! არც კი მიცნობ ნორმალურად, ეს ჩემი დანაშაულია... სანამ არ შემიყვარებ ხელს არ გახლებ, მე ყველანაირად ვეცდები რომ დავიმსახურო შენი სიყვარული და შეგიყვარდე, დარწმუნებული ვარ რომ მე ამას შევძლებ. ახლა კი მოდი დაიძინე, დაღლილი ხარ თან როგორც ჩანს ნერვიულობ...
თქვა თუ არა ეს გაგიმ ძველებური რკინის ლოგინები ერთმანეთს დააშორა, თვითონ ცოტახნით ოთახიდან გავიდა, დაბრუნებულს ხელში თხელი გადასაფარებელი ეჭირა და მარიცას განკუთვნილ ლოგინზე დადო...
- ძილინებისა...
მარიცამ დიდხანს უყურა, ფიქრობდა მატყუებსო... ფანჯარასთან საათზე მეტი გაატარა – მომაკითხავენ, მამაჩემი არ დამტოვებს... მომძებნის და წამიყვანს, არ დამტოვებს ამ უცხო კაცთან... გაყურებდა არემარეს, ციოდა მას, უცებ მიტრიალდა და ლოგინისკენ ნაბიჯი გადადგა, თითქოს გაგის გაღვიძება არ უნდოდა, ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა, ჩამოჯდა, დაწოლას ვერ ბედავდა... თითქმის მთელი საათი ისე ჩუმად იჯდა და ფიქრობდა...
მთელი ღამე თოვდა, გზები ჩაიკეტა... მარიცას მშობლები საშინელ დღეში ჩავარდნენ, ვერაფერს ახერხებდნენ... გოგოებისგან მხოლოდ ბიჭის სახელი და გვარი გაიგეს... გზის გამო იძულებულები შეიქმნენ რომ დროისთვის მიენდოთ მარიცას ბედი, მათ ხომ ლოდინის მეტი არაფერი შეეძლოთ...
კატეგორია: STORY | ნანახია: 734 | დაამატა: dream | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 wikvi  
0
ra magaria , moica avagdzelo ! dampali bichi !!!!! :/

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირის ვიდეო
მინი-ჩატი
Site friends
  • Create a free website
  • Online Desktop
  • Free Online Games
  • Video Tutorials
  • All HTML Tags
  • Browser Kits

  • Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz