მე ანა მქვია ვარ 16 წლის ჩვეულებრივი გოგონა...როგორც ყველა გოგონას
შეეფერება მყავს საუკეთესო მეგობარი თიკა თიკა ჩემთან შედარებით უფრო გიჟია
სვეცკი და ძერსკი...მაგრამ ჩვენს მეგობრობაში არის ერთი ნაკლი თიკას იგივე
ბიჭები მოსწონს რაც მე |–(,.,.,.მოკლედ ჩვენ ერთ კლასში ვსწავლობთ ერთ
მერხთან ვზივართ უფრო სწორედ კი გვერდიგვერდ...გაზაფხული იყო თბილი ნაზი და
ჩემი საყვარელი სეზონი ....კლასში ვიჯექით მე ფანჯარას ვეჯლაგუნებოდი თიკა
კი სადღაცას იყო ფიქრებში ზუსტად ამ დღეს ჩვენს კლასში გადმოვიდა სანდრო
მე მაშინვე მომეწონა ის კლასში რომ შემოვიდა თვალები ზედ შემრჩა მაღალი
ქერათმიანი ბიჭი ძაან საყვარელი...:*:*:* მე სანამ სანდროს ყურებით
ვტკბებოდი გაისმა ჩემი დაქალის წიკვინი რა მაგარი ბიჭია! მე ლამის იქვე
მივასიკვდილე თიკა... ძლივს ვიპოვე ნორმალური გარეგნობის ბიჭი და ის უკვე
მე არ მეკუთვნოდა...:| გაკვეთილზე თიკამ ტვინი წამიღო სანდროზე ლაპარაკით
მეც არაფერი მითქვამს მეგონა რომ სანდრო ხასიათით puke იქნებოდა და
ყველაფერი კარგად ჩაივლიდა :| ზარის დრო იყო მე და თიკამ ტრადიციის
მიხედვით დავიწყეთ დათვლა 10 9 8 7 6 და დაირეკა ზარი
–ოდესმე გავარტყავთ? ვკითხე მე თიკას
–თეორიულად ოდესმე უნდა გავარტყათ მაგრამ პრაქტიკულად წინა 2 თვეს რომ დავუკვირდეთ ეს არასოდეს მოხდება!...|–(
–უჰუუ მეც ეგრე ვფიქრობ ისე...
თიკამ არ დამაბოლოვებინა და მითხრა
–რა დროს ეგაა! ხელი წამავლო და სანდროსთან მიმაქროლებდა მე პირის გაღება ვერ მოვასწარი რომ უკვე სანდროსთან ვიდექი
–პრივეტ მე თიკა მქვია ეს ანაა
–სასიამოვნოა თქვა სანდრომ და გაგვიღიმა
დასვენებაზე თიკამ სანდრო კითხვებით გადაჭამა მე კიდე გვერძე ვედექი და
კრეტინივით სანდროს ვუყურებდი ჩემი თავის ირგვლივ კი გულები დაფრინავდნენ
გაკვეთილების მერე მორიგე ვიყავი ვითომ დავალაგე და სახლში გავიქეცი სახლში
სულ სანდროზე ვფიქრობდი მივხვდი რომ ასე არ შეიძლებიოდა და სანდრო
თიკასთავის უნდა დამეთმო მაგრამ იმასაც ვხვთებოდი რომ სულ მასთან ყოფნა
მინდოდა მეორე დღს მე სკოლაში დავაგვიანე (გეგონება ყოველთვის ზუსტად 9 ზე
ვერჭობი რააა...) გაკვეთილებმა ჩვეულებრივ ჩაიარა დასვენებაზე ხან მე და
თიკა მივდიოდით სანდროსთან ხან ის ჩვენთან ბოლო გაკვეთილი იყო თიკა ისევ
სანდროზე ტვინს მიბურღავდა მე რვეულში მასწის ნაკარნახევ მორის რაველის
ბიოგრაფიას ვიწერდი უკვე ვოცნებობდი როდის მოკვდებოდა ეგ უბედური
დავისვენებდი მეც და ისიც...ისევ ზარის დრო დადგა მე და თიკამ გავუბერეთ 10
9 8 7 6 5 4 3 2 1 ზარი არაა 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 :| 5 4 3 2 1 |–( 2 1
:@ 10 9 8...და დაირეკა ზარი თიკამ გაბრაზებული სახით შემომხედა და
დამიღრიალა
–არაფერი მითხრა! არაფერი მეც სიფათი მოვღრიცე...
ასე გრძელდებოდა 1 კვირა სანდრო უმაგრესი როჟა აღმოჩნდა ხუმარა სასაცილო
საყვარელი და ჩემი... ნუ ჩემი მე მოვუმატე :| ერთხელ მე თიკა და სანდრო
გარეთ მივაბოტებდით
–სანდრო კალამი დამივარდა მომაწოდე რა უთხრა თიკამ სანდროს
–აჰაა უთხრა სანდრომ
–გმადლობ საყვარელო (ვაიმეე თუ ვეცი გავიფიქრე მე)
–კაით მე წავედი აშკარად გიშლით ვთქვი მე მჟავე სიფათით
–კაი ან იყავი რააა მითხრა სანდრომ და ამ დროს თიკას დედამ დაურეკა და უთხრა სახლში ამოთრეულიყო
–კაით ბალღებო მე წავედი თქვა თიკამ და სანდროს ლოყაზე ეცა ნუ მეც...:|
მე და სანდრო გარეთ დავრჩით მე თიკას ასეთი ქცევა არ მესიამოვნა და
ვინაიდან ცოტა დაქნეული მქონდა (ცოტა კი არა კარგად)|–( სახეზე ცრემლი
მომადგა კიარადა ჩამომეწუწა...სანდრომაც შეამჩნია ჩემი საცოდაობა და მითხრა
–ტირიხარ?
–არა გაწვიმდა (მოკლედ ვარიანტი თვალში რაღაც ჩამივარდა მოძველდა :|)
–ააა თქვა სანდრომ და ცაში აიხედა ცაზე კი მზე იყო (რა პაზორია) ჩვენ
ვაგრძელებდით საუბარს სანდრო მაცინებდა მე ვიცინოდი მერე კი სანდრომ
მითხრა
–უიი ეხა მოვტვინე შენი სკაიპი რომ არ მაქვს
–და არც გექნება
–რა პონტში?
–გამიტეხეს და... ახალს რომ შევქმნი გეტყვი
–ოკ
დაღამდა მე სახლში ავჯღლაგუნდი და დავიწყე "სიმფონიის" მიხედვით
მეცადინეობა უცებ ტელეს ხმა გაისმა ავიღე ყურმილი და გავიგონე სანდოს ხმა
–რას შვრები?
–ვსწავობ შენ?
–რავი აბა...
–რამე გინდოდა?
–დავალებები( სხვა რა მოუნდებოდა)
–აა კაი...(ვთქვი მე და გავიკვირვე სკოლაში ხომ იყო რა დავალებები რის დავალებები?!?!?!) ესეიგი ინგლისური გვერდი 71 პარაგრაფი...
–ოეე დებილ ეს ისე ვთქვი მიზეზი ვიპოვე შენთვის დამერეკა
–აბა რას მაწვალებდი გეთქვა პირდაპირ...
–სკაიპი შექმენი?
–არა რა მესკაიპება ფორმულებს ერთმანეთისგან ვერ ვანსხვავებ :|
–ხოდა მაგიტომაც მე შეგიქმენი
–შენ მე სკაიპი შემიქმენი რომ მერე თვითონვე მომწერო აუუ რა ბეყე ხარ!
–ოო კაი ჩაიწერე და შემოეთრიე
–პაროლს შევცვლი ამიტომ ძალიან ნუ გიხარია
–არ ჩაიარა "ნომერმა" არა? კაი არაუშავს ჩაიწერე
მოკლედ მე ჩავიწერე და ღამე 11ზე სკაიპში შემოვეთრიე სანდრომაც მომწერა...3
საათამდე მე და სანდრო ერთ ამბავში ვიყავით სკაიპში მერე კი მე
დასაძინებლად დავებრეხვე უკვე სანდროზე არ მეფიქრებოდა მე თიკა უფრო
მაღელვებდა , , , როგორ ჩამეხედა მის თვალებში აუ... მოკლედ ყოველ ღამე მე
და სანდროს სკაიპში ფარული შეხვედრები გვქონდა ერთხელაც თიკამ მითხრა რომ
შეამჩნია თუ როგორ მიყურებს სანდრო... მე გული ამიჩქარდა და ხმას ვერ
ვიღებდი ჩემს თავს ვერ ვიტანდი! ზუსტად ამ დღეს მე სანდრო და თიკა
ვსეირნობდით მოკლედ სანდრომ დამინამიოკა რომ მოვწონდი თიკამაც ყველაფერს
მიაგნო და ჩემს პასუხს თუ რაღაცას ელოდა მე არ ვიცოდი რა მექნა ეხლა
ჩამემარხა თავი მიწაში თუ ცოტახანი დამეცადა . . . დავიბენი... თიკა კი მე
მიყურებდა მე სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ვთქვი ყველაზე კრეტინული რაღაც
წავედი... მეჩქარება! ფეხები ძალით მიმათრევდნენ სახლისკენ გზაში
გამახსენდა ჩემი მობი რომ თიკას ჰქონდა სირცხვილით შევტრიალდი და უკან
გავტოპე... ამ დროს სანდრო და თიკა სკამზე იჯდნენ და ლაპარაკობდნენ
–ისე როგორ გეტყობა ჩემი დეიდაშვილი რომ ხარ!უთხრა სანდრომ თიკას
–აბაა
–მე რომ მკითხო არ გვინდოდა ეგ მაიმუნობები ანა მაინც ყველაფერს მიხვდება!
–არა ჯობდა მეთქვა რომ შენ ის ჩემი კრეტინი ნათესავი ხარ 12 წლის ასაკში რომ დაგზდევდა...
–კაი ეხა ნუ უმატებ რაღაცეებს...ამ დროს მე მათ ზურგს უკან ვიდექი ვერ
გავძელი და ავქვითინდი თიკა უკან შემოიხედა მე სახეზე ხელები მივირტყი და
გავიქეცი თიკამ თქვა ვაიმე და ადგა სკამიდან! მოკლედ იმ დღეს არც ერთმა
მომინახულა ალბათ იფიქრეს რომ მე თვითონ უნდა შევგუებოდი ამ ყველაფერს!
გაიარა რამოდენიმე დღე და ჩემი საუკეთესო მეგობრები იგნორი და დეპრესია
გახდა :| მოვიდა აღდგომის არდადეგები მე არც თიკა მინახავს და არც სანდრო
აღდგომის ღამეს კი ეკლესიაში წავედი უცებ ჩემი ორი ტკივილი დავინახე და
გარეთ გავედი მოკლედ ეკლესიის ეზოში ვიდექი სანდრო რომ მომადგა და მითხრა
–ანა ბოდიში არ მინდოდა ასე რომ გამოსულიყო ყველაფერი მაგრამ მაინც ასე გამოვიდა
მე დაბლა ვიყურებოდი და ვიკავებდი თავს რომ ჩემთან ისევ არ "გაწვიმებულიყო!"
–მოკლედ ანი ამ საოცარ დღეს მე გეტყვი ჩემს სათქმელს მიყვარხარ!
მე გული კეტებში ჩამივარდა ენა გადამეყლაპა თვალები გადმომცვივდა და
დებილივით ვიდექი ალბათ თიკას რომ არ წაეწიკვინებინა ელეკტროშოკივით მასსაც
უყვარხარ! ეგრე გამოლენჩებული კიდევ 20 წუთი ვიდგებოდი მოკლედ სანდროს
გაეცინა მომიახლოვდა ჩამეხუტა და მერე მაკოცა!...