ლექსები სიყვარულზე "
1) მე მაშინ ხელში გვირილები მეჭირა
გახსოვს გვირილები შენი ნაჩუქარი
მაშინ თავი ამაყად რომ მეჭირა
ეხლა დამჭკნარია ჩემთვის სანუკვარი
გახსოვს მაშინ როგორ გიყვარდი
მე კი მოგარიდე ვითომ თავი
და როცა დგება განთიადი
ისევ აცრემლებული გეძებს თვალი
მამლის ყივილი
რა დაგრჩენია ამ ქვეყანაზე? 2) თუ მიწიდან ასხლეტილი
მკრთალი მტვერი არ
მოგხვედრია თვალებში მაშ,
რა დაგრჩენია ამ ქვეყანაზე?
თუ ყვავილის გაფურჩქვნისა
და აყვავების პროცესს
არ შესწრებიხარ, ისევ,
რა დაგრჩენია ამ ქვეყანაზე?
თუ თოვლიან გზაზე,
შენს ნაკვალევზე სხვამ, არ გაიარა, მაშ,
რატომ დადიხარ ამ ქვეყანაზე?
თუ სიყვარულის ერთი წვეთი
არ მოგხვედრია!
რატომ ნავარდობ
ასე მსუბუქად, ამ ქვეყანაზე?
თუ ლექსიდან ნასროლი
თითოეული სიტყვა
არ დაგრჭობია გულის სიღრმეში,
მაშ, რატომ კითხულობ ამ ლექსს?
3) თუ სიყვარულმა, სიყვარულით მზე არ გაათბო...
თუ გრძნობამ, გრძნბით მთვარე არ დაადნო...
თუ სიმშვიდემ, სიმშვიდით მთვარე არ გაართო..
"მაშ! ვიძინოთ ტკბილად და გვეძინოს უსიზმროდ"!
4) მეგონა რომ დაგივიწყებ,
ვერ გივიწყებ ვფიცავ დედას
შენი სახე მენატრება
გულზე მწარედ მადევს სევდა
როგორ მინდა რომ შეგეხო,
დაგინახო, დავტკბე ცქერით,
მინდა გულში ჩაგიხუტო,
რომ შეიგრძნო სითბო ჩემი
მენატრები უსასრულოდ
მიჭირს,მიმძიმს უშენობა
ვერ გივიწყებ ანგელოზო
გული მიძგერს ვერ ვარ მშვიდად
ნეტავ ვიყო მე არწივი
გადმოვიფრენ დაუღლელად
შენთან მოვალ სულ პირველი
და ვიცხოვრებთ ბედნიერად
5) დარდი ვერ გამიქრო განშორებამ,
იცი?! მე დღეს ისევ მედარდები...
ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ,
ვიცი და მაინც მენატრები....
გრძნობა მომეძალა შენი ნახვის,
გული მოლოდინით ამიტირდა,
კიდევ გავუძლებდი სიმარტოვეს;
მაგრამ უშენობა გამიჭირდა...
ისევ ძველებურად მენატრები,
აღარც სიხარული მიძველდება..
ვიცი აღარასდროს დაბრუნდები
მაგრამ დაჯერება მიძნელდება...
6) მე და ჩემი ვარსკვლავი
ვარსკვლავებით იყო იმ დღეს მოჭედილი ზეცა,
აღარასროს არ მიგვრძვნია მე ასეთი სითბო,
თითქოს გულში გამიარა, გამაღვიძა თითქოს,
გამიღიმა, დამამშვიდა და თავისთან მიხმო...
ღამე იყო და ჩვენ ორნი მივდიოდით გზაში,
ჩვენი მოწმე მხოლოდ იყო ვარსკვლავები ცაში,
მეგონა რომ გავიმარჯვე თურმე შევცდი მწარედ
და მას შემდეგ რომ იცოდე რა ცრემლები ვღვარე...
ღამე იყო და ჩვენ ორნი მივდიოდით გზაზე,
მე მეგონა სამუდამოდ იქნებოდა ასე,
ვტყუვდებოდი, რომ დამჭირდა მიმატოვა კენტად,
და დამტოვა სიბნელეში, სად წავიდა ნეტავ...
დღესაც ვარსკვლავებით არის მოჭედილი ზეცა,
თუმცა ჩემი აღარა ჩანს, სად წავიდა ნეტავ,
დაიმალა, მიღალატა თუ გამცვალა სხვაში,
იქნებ არც კი დაიმალა, მხოლოდ ავცდით გზაში...
7) ბინდი გადავა და გამოჩნდება ნაბრძოლი ბარად,
ურჯულოს ხელით ქართველთა სისხლი , მიედინება თავდაღმე ღვარად,
კვლავ ღალატია, სამწყსო გაწირეს ცხრა ვერცხლის ფასად,
ქვეყანა კვნესის, სისხლად იცლება ეშმაკის დარად.
8) ბინდი ჩამოწვა კავკასიონს ბოროლას ქედზე,
ლაშარის გორსაც ჩაუცვია შავ-ფერის ჩოხა,
ხოშარის კალთა მობუზულა მათურის გვერდზე,
დამუნჯებულა მოღრიალე არაგვიც ქვებზე.
9) მოსჩანს ლანდები იკრიბებიან აონის მთაზე,
ივერთ ქვეყანას დასტყობია გაცისკროვნება,
სანთლებიც მოსჩანს კიაფობენ სახუთმეტოზე,
ხოშარის გორზე სანათასაც გაუღვიძია,
10) კავკასიონზე ამირანი ეშვება მგონი,
ამხედრებულა წმინდა გიორგიც ცეცხლოვან რაშზე,
გოდება წყდება, ისმის ყიჟინი დიდგორის ველზე,
არაგვიც ქშინავს აზვირთებულა მხედრულად ცხენზე.
11) ერი ზეიმობს გამარჯვებას იუდას ზნეზე,
დაუნთხევია უფერო სისხლი გველეშაპს ველზე,
ზარები რეკვენ, ჟრიამულია ხარობენ ბერზე
მოღალატენი და გამყიდველნი გაუკრავთ ძელზე.
12) სიზმრიდან გამომყვა რაღაც ჩუმი სევდა,
მოიცვა არსება ჩემი,
მე ცხადად გხედავდი იმ ლამაზ სიზმარში,
მათბობდა ტკბილი ხმა შენი,
ვგრძნობდი სიახლოვეს,შენს თბილ სუნთქვას
გაჟღენთილს სურნელით ვარდის,
თან ახლდა ამ ნაზ სურნელს მონატრება,
თან სდევდა უსაშველო დარდი.
მართლა ძლიერია შენი მონატრება,
სიზმარს აედევნა,ცხადსაც.
ვიღაცას ვიღაცა ენატრებოდა,
ჩემსავით კვდებოდა სადღაც..
13) გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა…
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
“ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი”,
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი
14) აგონიაში ჩავარდი დილით,
უტოპიაში შევცურე დღისით,
საღამო ხანებს ვნახავ ნაზ ვარდებს,
ვარდებს ეკლიანს მოვწყვიტავ ამ დღეს.
შევცურავ თვალთა მღელვარე ზღვაში,
ჩავიძირები როგორც თოლია,
როს დაგინახავ ამ ლამაზ ბაღში,
ამ უტოპიის ვარდებს მოგიტან.
15) ღამე მივყვები მე მტკვრის ნაპირებს,
შენზე ფიქრებმა გამინაპირეს,
ნეტავ ახლა თუ წვიმას აპირებს,
თავს ვერ ვანებებ გულის ნადირებს.
გულის ნადირი, პატარა გოგო,
პატარა თათით რომ შეგეხება,
მოგთაფლავს მოგგვრის თვალებით სითბოს,
თუ გადავურჩი მე მისსა სიტკბოს.