მთავარი | RSS

კვირის ვიდეო
ნავიგაცია

LOOK BOOK [34]
STREETSTYLE [61]
"F" PICS [174]
GIRLS [110]
BOYS [51]
VINTAGE [28]
STORY [20]
LOVE <3 [20]
OTHER [19]
STATUS [29]

თხოვნები

შესვლის ფორმა
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 20
სტუმარი: 20
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » ))))
9:09 PM
))))

თავი მეშვიდე:"კოცონი"

საღამოს რა თქმა უნდა პირველები ჩვენ მიოვედით კოცონთან,რომელიც ჯერ არ დაენთოთ.იკამ ბამბის ნაყინი მიყიდა და საბასგან განსხვავებით სულაც არ მიჭამდა:Dამ დროსჩემდა უნებურად საბა გამოჩნდა საიდანღაც(რაღაც ანდაზა გამახსენდა ძაღლზე და ჯოხზე:D)ხელში ყვავილები ეჭირა...აშკარად ჩემთვის მოჰქონდა. -ეს შენ-მითხრა და თავი ჩაქინდრა.მე რამის ზედ დავამხე თაიგული,მაგრამ როგორღაც თავი შევიკავე. -მადლობა-ვუპასუხე ბოლოს.საბა სულელივითშეტრიალდა და წავიდა -იკა უნდა მიშველო-შევჩივლე დაბღვერილ იკას -ხო,მეც მაღიზიანებს ეგ ტიპი უკვე-გაეცინა უცებ უზარმაზარი კოცონი დაანთეს.ყველა ახლოს მივიდა და ცეცხლს გარშემო შემოუსხდა -ახლა რა უნდა ვქნათ? -ეხლა იწყება თუ იწყება,საშინელებებს ყვებიან და ბოლოს მარტო მე და შენი საბა ვრჩებით ხოლმე-გაიღიმა და მე როგორც ყოველთვის პირდაღებული მივაშტერდი -ამ ლონდრეს არ ეშინია?-ვკითხე როცა გონს მოვედი,გამიკვირდა -მეც მიკვირს,მაგრამ აშკარად არა -ოოო,მე რომ მოვყვე,დამიჯერე პირველები თქვენ დაახვევთ აქედან-განვაცხადე ამაყად -ოხ,რას ლაპარაკობ,არ არსებობს,სამი წელია აქ დავდივარ ზაფხულობით და ვერავინ შეძლო ამის გაკეთება.შენ როგორ უნდა შემაშინო სიხხხ ამ დროს ცეცხლში ქვა გასკდა და იმხელა დავიწიკვინე,იკას გული გაუსკდა,მე კი სიცილი ამიტყდა მისი სახის დანახვაზე -ეჭვიც არ შეგეპაროს-წავუჩურჩულე -მმმმ...კარგი აზრი მომივიდა-ეშმაკურად გაიცინა-შენ თუ მე და საბას ერთდროულად შეგვაშინებ,იმ წითელთავას მოშორებაში დაგეხმარები,რომელი დებილი ვერ მიხვდებოდა რომ მე და შენ... -რაა?-ბოლო სიტყვები ყურში მომხვდა -არაფერი,ხმამაღლა ვფიქრობდი და-ენა გამომიყო.უცებ სიჩუმე ჩამოვარდა და დაიწყო...უმცროსები მალევე მიმოიფანტნენ,ხოლო როდესაც საფლავიდან ხელის ამოყოფებზე და ეგეთებზე დაიწყო ლაპარაკი,კოცონთან მარტო მე იკა და საბა აღმოვჩნდით -მგონი შენი ჯერია-მორცხვად გამომხედა საბამ,მე ამ გამოხედვის ატანა აღარ მქონდა,ამიტომ იკას თვალი ჩავუკარი და დავიწყე: -ხოდააა,დაახლოებით 95 წლის წინ(საიდან მოვთხარე ეს ციფრი)ერთ მიტოვებულ დასახლებაში ცხოვრობდა ერთი ბიჭი,რომელიც ღამე ქუჩაში დაეხეტებოდა-აქ თხრობა შევწყვიტე და საბას შევხედე,თვალები დაეჭყიტა და ფრჩხილებს იკვნეტდა,ანუ ჩემს მიზანთან ახლოს ვიყავი.იკას კი ფეხებზე ეკიდა,საბას რეაქციაზე ეცინებოდა.თხრობისას რამდენჯერმე ვახსენე დანა,სისხლი,ზომბი და უცებ,როცა კარი გაიღო-მეთქი ვთქვი,საბა გიჟივით წამოხტა და ყვირილით გავარდა სიბნელისკენ.მე კი შემეცოდა,მაგრამ ისტერიკულ სიცილს მაინც ვერ ვიკავებდი. -მე არ შემშინებიააა-ამაყად განმიცხადა იკამ -ანუ არ დამეხმარები?-ნერვები მომეთხარა -როგორ არა სულელო,თან მაგის მოშორება მეც მაწყობს-იკას ეჭვიანობა მესიამოვნა -როგორ დამეხმარები?-ფიქრებიდან გამოვერკვიე,იკას კი თვალები გაუბრწყინდა -როგორ და ვითომ სერენადას გიმღერი,რაღაცეებს ვიყროყინებ,შენც შენი "გრანდიოზული მზერა" მესროლე,როცა საბა აივანზე გადმოეკიდება.არა მგონია ასეთი სულელი იყოს,რომ ამის შემდეგაც ვერ მიხვდეს... ამ დროს აღმოვაჩინე,რომ კოცონთან მხოლოდ მე და იკაღა ვიყავით.შამპანიური და"ბამბანერკაღა" გვაკლდა:Dდა მე მივხვდი,რომ ჩვენი უაზრო ხუმრობების,საუბრის,სიცილის და ბოდიალის შემდეგ მე ის მართლა შემიყვარდა,თან ძალიან...იკა ისე მიყურებდა,გეგონება ჩემი ფიქრები მოესმინოს -მოგწონს გეგმა?-ესღა მკითხა -კი ძალიან-ისე ვუპასუხეთითქოს გეგმა კი არა სულ სხვა რამ მომწონდა -კარგი,თუ გინდა დროზე დამთავრდეს ყველაფერი,წავიდეთ 12 საათზე ჩემი ყროყინი გაგაღვიძებს და მზად იყავი -ხო ფსიქოლოგიურად და მორალურად უნდა მოვემზადო ამისთვის-გაგვეცინა.ხელჩაჭიდებულები მივედით კოტეჯამდე,იკამ ლოყაზე მაკოცა და სიბნელეში გაუჩინარდა.

თავი მერვე:"სერენადა"

12 საათამდე ძლივს გავძელი ,ძალიან მეძინებოდა,მეგონა იკამ მომატყუა მეთქი და დასაძინებლად დავწექი.თითქმის ჩაძინებული ვიყავირომ უცებ იკას ხმა მეცნო,უფროსწორად ყვირილი. -მოდი მოდი მოდიიი შენ გელიან ვარდებიიიი მე სიცილი ამიტყდა და აივანზე გავვარდი -რამე ნორმალური იმღერე, სირცხვილია-ჩუმად გავძახე,თან ისევ ვიცინოდი -კარგი მაშინ..მმმ...-ცოტა ხანი დაფიქრდა და დაიწყო:"აი ჯასთ გოუ თუ სეი აი ლოვე იუუუ"-ამ სიტყვებს ისეთი სოფლური კილოთი ამბობდა,რომ დაბლა გავიშხლართე და სიცილით ვიგუდებოდი.საბა კი არადა არ ჩანდა.იკამ თითქმის ამოწურა თავისი "რეპერტუარი" -მიდი ბოლო იმღერე და ხმამაღლა-ვთხოვე,როცა ისიც და მეც სიცილს მოვრჩით -და ეს ექსკლუზიური სიმღერა ეძღვნება ჩემს ერთადერთ და განუმეორებელ ნიააააააააააასსს!!!-იმხელაზე დაიყვირა,საბას გარდა ყველამ გამოიხედა-"ახ კაკაია ჟენშინაააა" მე ჩავიკეცე,ოღონდ სიცილისგან და ზუსტად ამ დროს საბამ გამოიხედა.როგორც იქნა "მოწვა" ყველაფერი და ისეთი სახით გამომხედა,თითქოს უნდა მეთქვა"ეს ის არ არის,რასაც შენ ფიქრობ"-მეთი.მე აივანში ჩავიმალე და ისევ ვიცინოდი,ბოლოს ამდენი როდის ვიცინე არც მახსოვს.უცებ ბებია გამოვარდა აივანზე და მოსულიერება დამიწყო,მე ერთი შევხედე იკას,რომელიც ჩემს დღეში იყო:ჩამუხლული დასიცილისგან იგუდებოდა.რაც მთავარია,ჩვენმა გეგმამ ,უფრო სწორად იკას გეგმამ გაამართლა და "წითელთავა"შემეშვა.ბებია ყველაფერს გართულებების გარეშე ეგუებოდა,ამიტომ ჩემთვის ჯვარედინი დაკითხვა არ მოუწყვია.ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

თავი მეცხრე:"განშორება"  

ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა ჩემს ცხოვრებაში,არც კი მჯეროდა რეალობა იყო თუ არა.მე და იკა სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს.გადიოდა დღეები,კვირები,თვეები...და აი გაისმა ზარი,რომელიც ჩემი ბედნიერების აღსასრულს მოასწავლებდა -გისმენთ-ყურმილი ბებიამ აიღო,მეტის მოსმენა ვერ მოვასწარი,რადგან იკამ დამირეკა და შეხვედრაზე მითანხმდბოდა.როცა საუბარს მოვრჩი,ბებიას ვკითხე: -ვინ იყო ტელეფონზე? -მამაშენი-ცოტა არ იყოს დანაღვლიანებულმა მითხრა -რამე მოხდა?-თან მაცივარში ვიქექებოდი -უნდა რომ მასთან დაბრუნდე... -რააა?-თავი მაცივრის ერთ-ერთ თაროს ავარტყი-არ არსებობს,მე იქ არ წავალ,რატომ უნდა წავიდე,თვითონვე არ გამომიშვა?ბებო არ დავბრუნდები!-ამ დროს ცრემლები გადმომცვივდა და სახლიდან გავვარდი.კართან იკა მელოდა. -რა მოხდა?-შეშინებული მიმზერდა -მამაჩემს უნ და...უნდა...რომ დავბრუნდე.ვერ აღვწერ იმ დროს რა ტკივილი გამოესახა სახეზე.რამდენჯერმე დააღო პირი,რაღაცის სათქმელად,მაგრამ მერე ისევ გაჩუმდა.მე კი ვტიროდი და ვტიროდი.ამ ცრემლის ცხადი მიზეზი გვერდით უხმოდ მომყვებოდა.ვერნაირ გამოსავალს ვერ მივაგენითსხვა გზა არ გვქონდა,უნდა დავლოდებოდით იმ საშინელ მომენტს,რასაც განშორება ერქვა.საღამოს სახლში რომ დავბრუნდი,ბებიას მამასთვის დაერეკა,მაგრამ ის თავისას არ იშლიდა.ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო სახლში დაბრუნება გარანტირებული მქონდა...ბარგი უკვე ჩაელაგებინათ.ჩემოდნების დანახვაზე თავზარი დამეცა. -ასე მალე მივდივარ? -ხვალ საღამოს-სევდიანად მიპასუხა ბებომ.მე ისევ ცრემლებმა მძლია და ჩემს ოთახში ავვარდი.სული რო მომეთქვა,აივანზე გავედი.სიბნელეში ვერაფერს ვარჩევდი,მაგრამ აშკარად ჩანდა,რომ ეზოში ვიღაც იყო.ხის სკამზე იჯდა და თავი ჩაექინდრა.კარგად რომ დავაკვირდი,მივხვდი,ვინც იყო...იკა...

თავი მეათე:"happy end"

მეორე დღეს ჩემს თავს ვერ ვგრძნობდი ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.როგორ დავდიოდი,რას ვაკეთებდი,ვინ მელაპარაკებოდა...თითქოს სულ სხვა სამყაროში ვიყავი.იკასთან შეხვედრა არ მინდოდა.ეს უარესს დამმართებდა.გარეთ გავედი და იქვე ჩამოვჯექი.ვფიქრობდი როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება.ამ დროს ნაცნობი უდარდელი ხმა მომესმა.იკა იყო -რას აკეთებ? -"ვიდს",რომ ყველაფერი კარგადაა -მაგის გაკეთებაში ვერავინ მჯობნის -ხო,გეტყობა,აშკარად კარგად გამოგდის,იცი რა მიკირს?შენთვის მართლა სულ ერთია რომ მივდივარ და არავინ იცის როდის დავბრუნდები? -სულელო,სულ მაგაზე ვფიქრობ,მაგრამ გამოსავალი ვერ მიპოვია,არც კი ვიცი უშენოდ რა ვქნა ორივე დავდუმდით -ისე აქედან მატარებლით მივდივარ,არ გამაცილებ? -ამას ვერ გადავიტან,მაგრამ მაინც წამოვალ-გაეცინა-რა მაცინებს...მოგწერ ხოლმე,დაგირეკავ და გავქაჩოთ ესე სადამდეც საჭირო იქნება.სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ შევახტი და გადავეხვიე.ასე ვიჯექით ხმის ამოუღებლად,სანამ არ მოსაღამოვდა და ჩემი წასვლის დრო არ მოვიდა. -ცოტა ხნით დამელოდე,ჩემოდნებს გამოვიტან,ბებიას დავემშვიდობები და წავიდეთ -კარგი-მითხრა სევდიანად მე ბებო წინასწარ გავაფრთხილე რომ საგდურზე არ გამომყოლოდა,თორემ შეიძლება ხოხვით წამოვსულიყავი უკან.დამშვიდობებისას ბევრი ვიქვითინეთ მეც და ბებიამაც.ბოლოს კი როგორც იქნა კარი გამოვხურე და გამოვედი.გარეთ უარესი მელოდა.იკა ისევ იქ იჯდა და მიცდიდა.მერე ჩემოდნები გამომართვა და ფეხით წავედით სადგურისკენ.და აი დადგა მომენტი,რომლისაც ასე ძალიან მეშინოდა.ეს იმას ჰგავდა გოგო ბიჭს ჯარში რომ უშვებს,ოღონდ ჩვენს შემთხვევაში პირიქით იყო. -აჰა თეთრი ცხვირსახოცი-მივაჩეჩე ხელში იკას. -რად მინდა?-გაოგნდა მატარებელში რომ ჩავჯდები,დამიფრიალებ -რა სულელი ხარ-მითხრა და ისევ ჩამეხუტა მატარებელი ისე სწრაფად მოვიდა,არც კი ველოდი.ხალხის ტალღა სასწრაფოდ ვაგონისკენ დაიძრა და იკას მომწყვიტა.უცებ ვეღარსად დავინახე და პანიკაში ჩავვარდი.საღი აზრი რომ დამიბრუნდა,აღმოვაჩინე რომ უკვე ვაგონში ვიყავი.ღმერთო რა სულელი ვარ,ნორმალურად ვერც კი დავემშვიდობე.პირდაპირ ვაგონის კართან ვიდექი და გარეთ ვაცეცებდი თვალებს,იმის იმედით რომ ისევ დავინახავდი.მატარებელი დაიძრა.უცებ იკას მოვკარი თვალი და მისი სახელის ყვირილი დავიწყე.იკამაც დამინახა და მატარებელს გამოეკიდა.ამან ჩემზე საშინლად იმოქმედა.უეცრად თავში რაღაც აზრი მომივიდა.მგონი სულ გავრეკე.ჯერ ვყოყმანობდი,მაგრამ ბოლოს მაინც გადვწყვიტე.მატარებელი უკვე საკმაოდ ჩქარა მიდიოდა.იკა კი ისევ"მომსდევდა".მე ჯერ ჩანთა ვისროლე,რადგან ჩემოდნები იმ ქაოსში სადგურზე დამრჩა და უცებ გაქანებული ვაგონიდან მეც გადავხტი.ბალახში გავგორდი,მაგრამ გონება არ დამიკარგავს.იკა შეშინებული მომვარდა. -სადგურზე ჩემოდნები დამრჩა და...-"მოვიმიზეზე".იკამ ჩაიცინა -ვერ დავიჯერებ რომ მხოლოდ ჩემოდნების გამო გადმოხტი მატარებლიდან -ძალიან კარგი თუ არ გჯერა-ვუთხარი და დიდი მცდელობის შედეგად ფეხზე წამოვდექი.გახარებულმა იკამ ხელში ამიტაცა და დამატრიალა(კიდევ ეს მინდოდა)მაგრამ გაღიმება და მისი ძლიერად ჩახუტება მაინც მოვახერხე. აი ახლა ორივე ერთად მივუყვებოდით ლიანდაგს.იკა ისევ ჩემს ჩანთებს მიათრევდა.მიუხედავად გადატყავებული მუხლებისა და ხელის გულებისა,მე მაინც ბედნიერად ვგრძნობიდ თავს. ჩვენ მივდიოდით ჩუმად.სადღაც...რა მნიშვნელობა ჰქონდა სად?მთავარია რომ ერთად ვიყავით.

კატეგორია: STORY | ნანახია: 705 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 elene_18  
0
auuu ra kargiaaa!!! avtor sg!

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირის ვიდეო
მინი-ჩატი
Site friends
  • Create a free website
  • Online Desktop
  • Free Online Games
  • Video Tutorials
  • All HTML Tags
  • Browser Kits

  • Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz