მთავარი | RSS

კვირის ვიდეო
ნავიგაცია

LOOK BOOK [34]
STREETSTYLE [61]
"F" PICS [174]
GIRLS [110]
BOYS [51]
VINTAGE [28]
STORY [20]
LOVE <3 [20]
OTHER [19]
STATUS [29]

თხოვნები

შესვლის ფორმა
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » მაისი » 23 » ))))
7:49 PM
))))

თავი პირველი:"მე"

დედა...დედა...დედა!ბოლო სიტყვა უკვე ყვირილითწარმოვთქვი და გამომეღვიძა კიდეც,შუბლი ოფლით მქონდა დაცვარული და იმით ბედნიერმა,რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო,ცრემლებს გზა გავუნთავისუფლე.ნეტავ ყველაფერი მართლა სიზმარში მომხდარიყო...ახლა ხომ კოშმარით შეწუხებულს,რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა, გონებაში ვერ აღვიდგენდი იმ საშინელ შემთხვევას,როცა ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანი-დედა დავკარგე.აღარავინ მყავდა ვინც რაიმეს მირჩევდა,ძილის წინ შუბლზე ,აკოცებდა,დამეხმარებოდა....ამას როგორმე უნდა შევგუებოდი,მაგრამ როგორ?როცა ტირილით გული მოვიოხე,ჩამეძინა...
დილით მაღვიძარამ ჩვეულებისამებრ შვიდ საათზე დარეკა.თავი საშინლად მტკიოდა.გადავწყვიტე მამაჩემს ისე მოვქცეოდი.თითქოს ყველაფერი კარგად იყო და ღამით სულაც არ მივსულვარ სიგიჟის საზღვრამდე.ისე მამაჩემთან კარგი ურთიერთობა არასდროს მქონია.ერთმანეთს საშინლად არ შევეფერებოდით.ყოველთვის განსხვავებული აზრი გაგვაჩნდა,რაც კონფლიქტის ხშირი მიზეზი იყო.
-გამარჯობა მამა-ცივად მივესალმე.მან ხმა არ გამცა.მგონი ეს კაცი მართლა ვერ მიტანდა.-მე სავარჯიშოდ მივდივარ.-პასუხს არ დაველოდე,რადგან დიდად არ მაინტერესებდა და ეზოში ჩავედი.მეხუთე წრეზე უკვე ძაღლივით ვქოშინებდი,მაგრამ რვამდე მაინც მივაღწიე.არც ისე ცუდი შედეგია მეცხრეკლასელი,სუსტი,დეპრესიული და ღამენათევი გოგოსთვის.სახლში ავედი.
-ნია შენ ხარ?
-სხვა ვინ უნდა იყოს?
-ნია შეგიძლია ხანდახან ისე მომმართო,როგორც მამისა და ქალიშვილის ურთიერთობას შეეფერება?
-იცი რა მამა,მე ყოველთვის ისე მოგმართავ როგორც საჭიროა,მაგრამ ეს შენ ცდილობ ბზარი გააჩინო ჩვენს ურთიერთობაში.-კარადიდან პურს ვიღებდი,როცა მამამ ისე დაჰკრა მაგიდას მუშტი,ხუთ სანტიმეტრზე ავხტებოდი.-სიმართლე მწარეა-ისე ვუთხარი,თითქოს ფეხებზე მეკიდა ისიც და მისი გამოხტომებიც.
-საკმარისია!ხანდახან ეჭვი მეპარება მართლა ჩემი შვილი ხარ თუ არა!
-ნეტავ არც გავჩენილიყავი,ახლა სანანებელიც არ გექნებოდა ჩემი არსებობა-საუზმეს თავი დავანებე,ჩანთას ხელი დავავლე და კარი გავიჯახუნე.

თავი მეორე:"განაჩენი"

სკოლისკენ მიმავალ გზაზე ცრემლები მახრჩობდა.მერჩია მოვმკვდარიყავი,ვიდრე მამასთან ერთად ერთ სახლში მეცხოვრა.სკოლაში რომ მივედი,ისეთი დასიებული თვალები და ცხვირი აღარ მქონდა,როგორც გზაში.
-ნია!ნია!-გავიგონე ზურგსუკან ხმა.აშკარად მასწავლებლების "ლაქუცა ძაღლი"თეო წიკვინებდა.სწორედ იმიტომ ათრევდნენ კლასიდან კლასშირომ მასწავლებლების საყვარელი გოგო იყო.
-რა?-ისე ვკითხე რომ მიმეხვედრებინა,დროზე ეთქვა სათქმელი და დაკარგულიყო აქედან,მაგრამ ვერ მიხვდა როგორც ყოველთვის.
-მოკლედ დღეს ჩვენი ფიზიკის მასწავლებლის დაბადების დღეა და მინდოდა მეკითხა ჩემს ადგილას რას აჩუქებდი?
-ეგ ისაა გაწეწილი შავი თმა და კოჭებამდე კაბა რო აცვია?
-კი ეგაა
-მაშინ ცოცხს გირჩევ-მივახალე და ნაბიჯს ავუჩქარე.თეო პირდაღებული იდგა,მგონი მართლა ცოცხის ჩუქებას აპირებდა ეგ საწყალი.
გაკვეთილებზე უაზროდ ჯდომისგან დაღლილი სახლში ვბრუნდებოდი,წლის ბოლო იყო და მიხაროდა.ზოგჯერ როცა რაღაც გამიხარდებოდა ,თავს დამნაშავედ ვგრძნობდი,არ ვიცი რატომ....უცებ უფროსკლასელები წამომეწივნენ და წინ გადამოდგნენ.ძალიან გამიკვირდა.
-ნია ხომ?
-კი,რამე პრობლემაა?(ჩემი საფირმო ფრაზა)
-არა,უბრალოდ წლის ბოლოსთან დაკავშირებით წვეულებას ვაწყობთ და მეცხრედან მარტო შენ გპატიჟებთ,რას იტყვი?
-რა წვეულებაა?-დავინტერესდი,რადგან ერთი აზრი დამებადა
-სასმელი,მუსიკა,ცეკვა..როგორც ყოველთვის.
-კარგი აუცილებლად მოვალ,დრო და მისამართი მითხარით.-ისე გაუხარდათ გეგონება ერთ-ერთი საპატიო სტუმარი ვიყავი.
ხვალ ათ საათზე მამაჩემს "აღსასრული " ელოდა.მოკლედ გადავწყვიტე სამაგიერო გადამეხადა მისთვის,რადგან მისმა სიტყვებმა ძალიან მატკინა გული.ცოტა გართობა და მამისთვის ნერვების მოშლა არც მე მაწყენდა.სახლში მივედი და მთელი დღე ისე გავლიე,მამაჩემისთვის ხმა არ გამიცია,ასე გაგრძელდა შემდეგ დღესაც.ჩემს ოთახში ჩაკეტილი ათ საათს ველოდი,რომ შეუმჩნევლად გავპარვოდი მამას ყოველგვარი ახსნის გარეშე.არც გამჭირვებია,რადგან მამაჩემს მართლა ფეხებზე ვეკიდე.ზუსტად ათზე დანიშნულების ადგილას ვიყავი.ბნელოდა,მუსიკა ბოლომდე აეწიათ,ბავშვები ერთმანეთში ირეოდნენ,სვამდნენ,ყვიროდნენ.საზიზღარი სიტუაცია იყო,მაგრამ ეს ამად მიღირდა.ღმერთო რამ გამაბოროტა ასე,საკუთარ მამას ამგვარად რომ ვექცეოდი.წვეულებაზე ძალიან ბევრი დავლიე,მერე აღარაფერი მახოვს,აზრზე რომ მოვედი,ჩვენი ბინის კართან ვეგდე და თავზე მამაჩემის მრისხანე თვალები დამყურებდა.
-არც კი იცი რა შარში გაყავი თავი ნია!-ისე ხმამაღლა დამიღრიალა,წამით სმენა წამერთვა.
-ახლა გახდი ჩემი მამიკო,რომელსაც შვილი მხოლოდ მაშინ ახსენდება,როცა ის რამე ცუდს ჩაიდენს?-ხმა არ გაუცია."ამიღო" და სახლში "შემიტანა" ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.
-ხვალვე ბებიაშენთან გადახვალ საცხოვრებლად თან სამუდამოდ!მე შენი მოვლა არ შემიძლია,ან შენ არ მაძლევ ამის საშუალებას.
-ასეც ვიცოდი!-დავუყვირე-შენც ეს გინდოდა არა?რომ ერთხელაც რამე სისულელეს ჩავიდენდი დასახლიდან გამაგდებდი!-უკვე საკმაოდ ხმამაღლა ვყვიროდი.
-ეს განაჩენია,რომელიც შენს თავს შენთვითონვე გამოუტანე.
მე ავღრიალდი,ცრემლი ცრემლს მოსდევდა ,ვეღარ ვჩერდებოდი.ჩემს ოთახში შევვარდი და მეორე დილამდე აღარც გამოვსულვარ.

თავი მესამე:"დამშვიდობება"

ღამით კი ძალიან ბევრს ვფიქრობდი,იმდენად ბევრს,რომ თავი ამტკივდა.მივხვდი,რომ ყველაფერში მხოლოდ მე ვიყავი დამნაშავე,მხოლოდ ჩემს გამო აბრაგუნებდა მამაჩემი ფეხებს მეორე ოთახში,რათა ნერვები დაეოკებინა,ჩემ გამო გავიტეხე ერთხელ და სამუდამოდ სახელი ჩემი მეორე მშობლის თვალში.ყველაფერი მხლოლოდ ჩემი ბრალი იყო.
დილა მზიანი გათენდა,რაც ჩემს ხასიათს სრულიად არ შეესაბამებოდა.ადგომა დიდად არ მეხალისებოდა,ამიტომ ბებიასა და ჩემს მომავალ ცხოვრებაზე დავიწყვე ფიქრი.ბებიაჩემი ამქვეყნად ყველაზე ბავშვური,მზრუნველი და საყვარელი ქალი იყო.ყოველთვის მხიარული და უდარდელიც.სულ ვოცნებობდი მისნაირი ვყოფილიყავი.ნეტავ შეიცვალაა?თუ ისევ ისეთია,როგორიც გონებაში ჩამრჩა.ბებია რომელიღაც გარეუბანში,სოფელში ან რაღაც ამის მსგავსში ცხოვრობდა.(ესეც ჩემი კარგი მახსოვრობის შედეგი)ზაფხულობით იმ ბანაკს ხელმძღვანელობდა,რომელიც დედაჩემის პატივსაცემად ჩამოაყალიბა.ეს ბანაკი სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა,უბრალოდ ბავშვები რაღაც პროგრამაში ერთვებოდნენ და ზაფხულობით იქ ისვენებდნენ.ამან ცოტა დამთრგუნა,რადგან ხალხმრავლობას ვერ ვიტან,ყველაფერს მარტოობა მირჩევნია(სუფთა მუდო ვარ)
დიდი ხნის განჯის შემდეგ "შევაჯამე ჩემი ვიქრები"და მივხვდი რომ ბებიასთან ცხოვრება არც თუ ისე ცუდი უნდა ყოფილიყო...ალბათ...
დიდხანს რომ აღარ გამოვედი ოთახიდან,მამაჩემმა თვითონვე გადაწყვიტა შეემოწმებინა ცოცხალი ვიყავი თუ არა.კარი რომ შემოაღო, მივხვდი,სახე ისეთი მრისხანე და ამღვრეული აღარ ჰქონდა როგორც გუშინ.საწოლზე ჩამომიჯდა და მითხრა:
-ნია არ მინდა რომ წასვლის წინაც ვიჩხუბოთ,მერწმუნე რასაც ვაკეთებ ყველაფერი შენს სასიკეთოდაა.-მამას საოცრად წყნარი და მზრუნველი ხმა ჰქონდა,სწორედ ისეთი,როგორზეც დედის ჩვენთან ყოფნისას ლაპარაკობდა ხოლმე.-მაპატიე ნია,ვიცი მეც მიმიძღვის ბრალი ყველაფერში-ამას რომ ამბობდა ხმა უთრთოდა,რომ შევხედე ,ლოყაზე პირველი ცრემლი ჩამოუგორდა.
-მამა მაპატიე!-შევყვირე და გადავეხვიე.ასე ვიყავით სანამ ტირილს არ მორჩა და არ მითხრა ერთ საათში აეროპორტში წაგიყვანო.თურმე უნებურად მეც ავტირებულვარ.
ერთი საათის შემდეგ კი უკვე თვითმფრინავუს ბაქანზე ვიდექი და დიდი ხნის შემდეგ კვლავ თბილად მომღიმარ მამას ხელს ვუქნევდი.

გაგრძელება იქნება....

კატეგორია: STORY | ნანახია: 645 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირის ვიდეო
მინი-ჩატი
Site friends
  • Create a free website
  • Online Desktop
  • Free Online Games
  • Video Tutorials
  • All HTML Tags
  • Browser Kits

  • Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz